GE
ძიება

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს შპს „ილ დე ფრანსის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი:402174703; შემდგომში მოხსენიებული როგორც კომპანია,  Malongo ან Malongocafe.ge) საიტ Malongocafe.ge-ს მომხმარებლის (ტერმინი „მომხმარებელი“ გულისხმობს როგორც საიტზე რეგისტრირებულ პირს, ასევე სხვა ვიზიტორს, რომელიც არ არის საიტზე რეგისტრირებული) პერსონალური მონაცემების მოპოვების, შენახვის, გამოყენების ან/და სხვაგვარად დამუშავების წესებს და პირობებს.

წესების და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა

ასევე, წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს მასზედ, რომ ის უფლებამოსილებას ანიჭებს კომპანიას   რომ მან საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან, მათ შორის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან,  გამოითხოვოს და მიიღოს  ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.

თუ მომხმარებელი შესაბამის ელექტრონულ გრაფაში არ მონიშნავს  წინამდებარე დოკუმენტზე დათანხმებას, მაგრამ მაინც გააგრძელებს კომპანიის ვებ-გვერდის გამოყენებას, ჩაითვლება, რომ მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

Malongocafe.ge უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას. პერსონალური მონაცემები მოიცავს, მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს იმ  ინფორმაციით, რომელსაც Malongocafe.ge მოიპოვებს მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში შესაძლოა  გამოყენებული იქნას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, მომხმარებელს მივაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას კომპანიის მუშაობის პრინციპებისა და მომხარებლის სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.

მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას იცავს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი.

 

კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს, მოთხოვოს  და მიიღოს ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ  შემდეგი ინფორმაცია:

  •  იმ მონაცემთა ჩამონათვალი, რომელთა დამუშავებაც ხდება. ;
  • მონაცემების დამუშავების მიზანი;
  •  მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • რა გზით ხდება მისი მონაცემების დამუშავება;
  •  ვის გადაეცა მომხმარებლის მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  •  მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს Malongocafe.ge-ს მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი. მისი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. კომპანია მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ ინფორმაციის  დაუყოვნებლივ განადგურებას. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.

 

აღნიშნული ინფორმაციის მომხმარებლისთვის მოწოდების ვალდებულება Malongocafe.ge-ს წარმოეშობა მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება კომპანიას აქვს  მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი გააჩნია.

 

შეგროვებული ინფორმაციის სახეობა და მისი გამოყენება

Malongocafe.ge აგროვებს ორი სახის ინფორმაციას მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია  და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. მომხმარებლის მიერ Malongocafe.ge-ს მეშვეობით აქტივობაში ჩართვისას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა. ასეთ აქტივობებს მიეკუთვნება:

  • ანგარიშის გახსნა.
  • Malongocafe.ge-ში პროდუქტის ან მომსახურების შეკვეთა.
  • ინფორმაციის გაგზავნა.
  • Malongocafe.ge-ს მომსახურებაზე ინფორმაციის მოთხოვნა.
  • ნებისმიერი სხვა აქტივობა რომელსაც ახორციელებს ან სამომავლოდ განახორციელებს კომპანია.      

 

ზემოთაღნშნულ აქტივობებში ჩართვა მომხარებლისთვის სავალდებულო არ არის. თუმცა, თუ  მომხარებელი გადაწყვეტს  აქტივობაში ჩართვას, Malongocafe.ge მოთხოვს მომხმარებლის შესახებ გარკვეულ ინფორმაციის წარმოდგენას, როგორიცაა მომხარებლის სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ. როდესაც მომხმარებელი უკვეთავს პროდუქტებს ან მომსახურებას, Malongocafe.ge მომხმარებელს მოთხოვს  საკრედიტო ბარათის ნომერს, ვადის გასვლის თარიღს, აუთენტურობის კოდი და   ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას, მომხმარებლის საკრედიტო ბარათის მონაცემები  არ ინახება Malongocafe.ge-ზე ან მის მიერ, რადგან გადახდა ხდება კომპანიის  პარტნიორი ბანკის უსაფრთხოების სერვერზე. აქედან გამომდინარე, კომპანიას ხელი არ მიუწვდება მომხმარებლის საკრედიტო ბარათის ინფორმაციაზე. იმის მიხედვით, თუ რა სახის აქტივობაში ჩაერთვება მომხმარებელი, ზოგიერთი ინფორმაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო, ზოგიერთისა კი – ნებაყოფლობითი. თუ მომხმარებელი არ წარადგენს კონკრეტული აქტივობისთვის სავალდებულო ინფორმაციას, მომხარებელი ვერ ჩაერთვება  ამ აქტივობაში.

 

არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა "Uniform Resource Locator" „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც მოხდა მომხმარებელი იქამდე, სანამ მოხდება Malongocafe.ge-ზე, „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვალთ ჩვენი ვებ-გვერდიდან გამოსვლის შემდეგ, იმ ბრაუზერის სახეობა, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი მოწყობილობის  „IP“ მისამართი. ჩვენ ან/და ჩვენ მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ სარგებლობთ Malongocafe.ge-თი. ეს ხორციელდება ისეთი ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა „Cookies“, „Web Beacons“, „Pixel Tags“.

პერსონალური ინფორმაციის ჯგუფები

Malongocafe.ge მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას აჯგუფებს შემდეგნაირად:

 

პერსონალური ინფორმაციის ტიპები

აღწერილობა

მაიდენტიფიცირებელი

სახელი, გვარი და პირადი ნომერი

სახელშეკრულებო

დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ საიტის ვიზიტორისთვის მიწოდებული პროდუქტებისა  და გაწეული მომსახურების შესახებ

ლოკაციური

მონაცემები მომხმარებლის    ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა Malongocafe.ge-მ მოიპოვოს თქვენი მობილური ტელეფონის დახმარებით, კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან, ან იმ ობიექტის ადგილმდეგარეობიდან, სადაც ახორციელებთ ოპერაციებს

ქცევითი

დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ორგანიზაციის პროდუქტებს და მომსახურებას

ტექნიკური

ინფორმაცია მომხმარებლის მიერ გამოყენებული მოწყობილობებისა და ტექნოლოგიის შესახებ

საკომუნიკაციო

ინფორმაცია, მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ფაქტობრივი ან/და იურიდიული მისამართის შესახებ,  რომელსაც Malongocafe.ge მოიპოვებს მომხმარებლის შესახებ წერილებიდან, ელექტრონული წერილებიდან მომხმარებელსა და Malongocafe.ge-ს შორის განხორციელებული სხვა ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით.

 

რაში გამოიყენება პერსონალური მონაცემები:

  • მომხმარებელთან ურთიერთობისთვის;
  • ვებ-გვერდით სარგებლობის ინტენსივობის გასაზრდელად;
  • მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ორგანიზაციის განსავითარებლად;
  • ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;
  • იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები Malongocafe.ge-ს პროდუქტებსა და მომსახურებას;
  • ბრენდის პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/ სამართავად;
  • პროდუქტებისა და მომსახურების მისაწოდებლად;
  • მომხმარებლების გადახდების განსახორციელებლად და სამართავად;
  • ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად,  ანგარიშგებისა და პრევენციისათვის;
  • ორგანიზაციის და მომხმარებლების რისკების სამართავად;
  • ორგანიზაციისთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;
  • საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;
  • ორგანიზაციის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად, რაც მოიცავს კომპანიის ფინანსური პოზიციის, ბიზნეს შესაძლებლობის, დაგეგმვის, კომუნიკაციებსა და კორპორატიულ მმართველობას;
  • ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად;

ორგანიზაციის მიზანი:

  • მონაცემების განახლება, მომხმარებლებისთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და ამ სერვისის ან პროდუქტის მომხმარებლისთვის მოწოდება;
  • პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება;
  • ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისთვის კლიენტთა ფოკუს ჯგუფების განსაზღვრა;
  • ორგანიზაციის კანონიერი მოვალეობების და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება;
  • ორგანიზაციისთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

როგორ ხდება Malongocafe.ge-ზე  პერსონალური ინფორმაციის მოპოვება :

მომხმარებლის შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია Malongocafe.ge-ს მომხმარებლის მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან.

მონაცემები ხდება ხელმისაწვდომი ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების დროს:

  •  მომხარებელს სურს პროდუქტის ან მომსახურების მიღება Malongocafe.ge-დან
  • კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით
  • როცა მომხმარებელი იყენებს Malongocafe.ge-ს ვებ-გვერდს, მობილურ აპლიკაციებსა და ვებ-ჩეთს;
  • მომხმარებელი აგზავნის წერილს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის კომპანიის  სამართლებრივი საფუძველი:

  • მომხმარებლის თანხმობა;
  • კომპანიის მიერ სახელშეკრულებო უფლებების და ვალდებულებების განხორციელება;
  • კომპანიის კანონიერი ინტერესები;
  • კომპანიისკანონიერი მოვალეობა.
  • რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  •  

სად ზიარდება პერსონალური ინფორმაცია:

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლოა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, რომლებმაც მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მიაწოდონ მომხმარებელს ან შეთავაზონ გარკვეული მომსახურების გაწევა, იმ პირობით, რომ:

  • ასეთი ინფორმაციის გაზიარებამდე ხსენებულმა მხარეებმა სავალდებულო წესით უნდა განაცხადონ თანხმობა, შეინახონ მომხმარებლის მონაცემები უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად.

Malongocafe.ge უფლებას იტოვებს, კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოებს მისცეს წვდომა მომხმარებლის პირად მონაცემებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების, მათ შორის დანაშაულის დადგენის, გამოძიების და აღკვეთის მიზნით.

თუ მომხმარებელს არ სურს პირადი ინფორმაციის გაცემა, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.

  • კომპანიამ შეიძლება გადასცეს მომხმარებლის ინფორმაცია ბიზნესის გადაცემის დროს

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია მოხდეს კომპანიის რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შედეგად. ამ შემთხვევაში ორგანიზაციის სამართალმემკვიდრე მოიპოვებს ჩვენს ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას, მათ შორის მომხმარებლის პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, მომხმარებლის პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციაზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა.

  • ორგანიზაციამ შეიძლება გასცეს მომხმარებლის ინფორმაცია მისი ან სხვების დაცვის მიზნით

ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, გასცეს თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა და როდესაც კომპანია ჩავთვლის აუცილებლად ორგანიზაციის უფლებების დასაცავად და/ან ვებ-გვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის, სასამართლო გადაწყვეტილების/დადგენილების ან სხვა სახის სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. Malongocafe.ge ასევე იტოვებს უფლებას, გასცეს მომხმარებლის ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: წინამდებარე პოლიტიკის დაცვა და განხორციელება; Malongocafe.ge-ს ვებ-გვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების ან სხვა ხელშეკრულების დაცვა და განხორციელება; ვებ-გვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.

ინფორმაციის უსაფრთხოება

Malongocafe.ge განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება უსაფრთხოების საკითხს და ატარებს არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. მომხმარებლის პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ მომხმარებლის პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. რეკომენდაციას გავცემთ,  რომ არავის გაანდოს მომხმარებელმა პაროლი. გარდა ამისა, მომხარებლის პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. მიუხედავად იმისა, რომ მომხარებელი, ჩვენს საიტზე მომხარებლის მიერ შერჩეული პროდუქტის ყიდვის დროს შეყავს პირადი საკრედიტო ბარათის მონაცემები, ჩვენთვის მომხარებლის საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმიუწვდომელია და აღნიშნული მონაცემების შენახვა ჩვენს მიერ არ ხდება.  საკრედიტო ბარათი ჩვენი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება.

სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებ-გვერდისათვის ან ვებ-გვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.

მესამე მხარე ვებ-გვერდების ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა

წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა ეხება მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოყენებასა და გამჟღავნებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ მომხმარებლისგან Malongocafe.ge-ზე. სხვა ვებ-გვერდებს, რომლებზე გადამისამართებაც შეიძლება ჩვენი ვებ-გვერდიდან, საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა და მონაცემთა კრებული, ასევე ასეთი ინფორმაციის გამოყენებისა და გამჟღავნების პრინციპები აქვთ. თუ მომხმარებელი დაუკავშირდება მსგავს ვებ-გვერდს, ორგანიზაცია მოგიწოდებთ, რომ წაიკითხოთ მათი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მესამე მხარეთა საქმიანობაზე.

ინფორმაციის დაცვის სხვადასხვა საკითხები

18 წლამდე არასრულწლოვან პირებს ეკრძალებათ „Malongocafe.ge“–ით სარგებლობა. ჩვენ განზრახ არ ვინახავთ ან ვაგროვებთ ინფორმაციას 18 წლამდე პირებისაგან. არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის დაცვა ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუ ჩვენი სისტემისთვის ცნობილი გახდება, რომ მომხმარებელი არის 18 წლამდე ასაკის პირი, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წავშალოთ ამ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.  სარგებლობთ რა „Malongocafe.ge “–ით, თქვენ აქვე ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის.

საჯარო ადგილები

ვებ-გვერდზე შესაძლებელია გამოიყოს ადგილები, სადაც მომხარებელი შეძლებს მის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ განთავსებას, ასევე სხვებთან კომუნიკაციას ფორუმების ან ბლოგების მეშვეობით, პროდუქტების დათვალიერებას და კონტენტის გაგზავნას. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება სხვა მომხმარებლებისა და ორგანიზაციებისათვის და შეიძლება ასევე გამოჩნდეს სხვა ვებ-გვერდებსა და ინტერნეტის საძიებო სისტემებში. შესაბამისად, ეს ინფორმაცია შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს, შეგროვდეს და გამოყენებულ იქნეს სხვების მიერ. მაგალითად, თუ მომხარებელი მიუთითებს ელექტრონულ ფოსტას რომელიმე პროდუქტთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარის გაკეთებისას, მომხმარებელმა შეიძლება მიიღოს არასასურველი ელექტრონული ფოსტა. Malongocafe.ge ვერ ახდენს  კონტროლს იმაზე, თუ ვინ კითხულობს თქვენ მიერ ვებ-გვერდზე საჯაროდ და ნებაყოფლობით დადებულ ინფორმაციას და ვინ როგორ გამოიყენებს მას.

„Facebook Connect“

„MALONGO“-ს ვებ-გვერდი შესაძლებელს ხდის მომხმარებლებისათვის „Facebook Connect“-ზე შესვლას, რათა მათ იურთიერთონ მეგობრებთან და გაუზიარონ მათ ინფორმაცია „Facebook“-ის კედლისა და მეგობართა სიახლეების დაფის მეშვეობით. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ „MALONGO“-ზე და „Facebook“-ზე და დააკლიკებთ „Facebook Connect“-ს, თქვენი ორივე პროფილი შეერთდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართები არ დაემთხვევა ერთმანეთს. თუ მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართები ერთმანეთს არ ემთხვევა, სისტემა ეკითხება მომხარებელს, სურთ თუ არა მათი შეერთება. მაშინ მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს პაროლი, რათა დაადასტუროს, რომ „Facebook“ აკონტროლებს ამ ანგარიშს. თუ მომხმარებელი დარეგისტრირებულია  „MALONGO“–ზე, მაგრამ არა „Facebook“-ზე და დააკლიკებს „Facebook Connect“, მომხარებელს სისტემა  შეთავაზებს „Facebook“ მანდატის შექმნას ან „Facebook“–ზე დარეგისტრირებას“.

პირიქით, თუ მომხარებელი არ არის დარეგისტრირებული „Malongo“-ს მომხმარებლად და დააკლიკებს „Facebook Connect“-ს, მომხმარებელს პირველ რიგში სისტემა მოთხოვს „Facebook“-ის პაროლის შეყვანას და შემდეგ მიენიჭებათ შესაძლებლობა დარეგისტრირდეთ და შეუერთდეთ „Malongo“-ს. როგორც კი დარეგისტრირდებით „Malongo“-ს ვებ-გვერდზე და შეუერთდებით „Facebook“-ს, თქვენ ავტომატურად შეძლებთ განათავსოთ თქვენი უახლესი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია „Facebook“-ზე.

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საიტზე სამუშაოს დასრულების შემდეგ არ მოხდება სისტემიდან ავტომატურად გამოსვლა და სესიის დასრულებამდე მისი მონაცემები იქნება ხელმისაწვდომი მესამე პირისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერი პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება მომხმარებელს. Malongo-ი იტოვებს უფლებას, რომ განსაზღვროს და შეცვალოს სესიის მოქმედების ვადა და პირობები.

ვებ-გვერდზე თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოება

  • მესამე პირები (აპლიკაციები/სერვისები): Malongocafe.ge-ს გამოყენებით თქვენი ინფორმაცია მოწყობილობის ნომრის, მოდელი, ბრენდის, სახელის, საოპერაციო სისტემის ვერსიის, Malongocafe.ge - აპლიკაციის ვერსიის შესახებ გადაეცემა ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა: Google Analytics, Matomo.org, Facebook Pixel, Yandex Metrica და Hotjar.com მოცემული აპლიკაციები თანხვედრაშია GDPR -თან (General Data Protection Guide)
  • შენარჩუნების/წაშლის პოლიტიკა: თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა შესატყვისი მოთხოვნის გამოგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებების გზით. მოთხოვნის მიღების შემდეგ Malongocafe.ge ამოიღებს თქვენ მონაცემებს სიიდან, რათა შეწყდეს მონაცემთა დამუშავება.

რამდენ ხანს  ინახება ინფორმაციას?

მომხმარებლის პირად მონაცემებს სისტემა ინახავს მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში;

აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 10 წლამდე ვადით (თუმცა შეიძლება ზოგიერთი ინფორმაციის შენახვა მოხდეს უფრო მცირე ვადით) შემდეგი მიზეზების გამო:

  • კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად.
  • იმის დასამტკიცებლად, რომ ორგანიზაცია სამართლიანად მოექცა მომხმარებელს.
  • შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით.

ორგანიზაციას შეუძლია შეინახოს მომხმარებლის პირადი ინფორმაცია 10 წელზე მეტი ხნით, თუ მისი წაშლის შესაძლებლობა არ აქვს სამართლებრივი ან ნორმატიული მიზეზების გამო.

ცვლილებები ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში

ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოს წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა.  ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ინფორმაციის დაცვის გვერდზე და სხვა ისეთ ადგილებში, რომლებიც, ჩვენი აზრით, უზრუნველყოფს თქვენს საქმის კურსში ყოფნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ინფორმაციას შევაგროვებთ, როგორ გამოვიყენებთ და რა დროს გავამჟღავნებთ მას (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში). ამასთან,  დაცვის პოლიტიკაში შეტანილი ნებისმიერი  ცვლილების შესახებ გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის ან ჩვენს მთავარ გვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების გზით. თქვენი ვალდებულებაა, პერიოდულად შეამოწმოთ ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა.

მარკეტინგი

Malongocafe.ge-ს შეუძლია გამოიყენოს მომხმარებლის პირადი მონაცემები მომხმარებლისთვის კონკრეტული პროდუქტების და შეთავაზებების გასაცნობად.

ორგანიზაციას წვდომა აქვს  მომხმარებლის პირად მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად აზიარებს, ან სისტემა აგროვებს მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით

სისტემა შეისწავლის მომხარებლის მონაცემებს, რათა გაიგოს, რა ჭირდება, რა აინტერესებს,  ან რა სურვილები შეიძლება ჰქონდეს.

სისტემა მხოლოდ  მაშინ იყენებს მომხმარებლის პირად მონაცემებს და უგზავნის მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა აქვს ამის ლეგიტიმური ინტერესი.

მომხმარებელს უფლება  აქვს ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეს და გვთხოვოს მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ მომხმარებლის სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტთ მომხმარებლის პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.

 

კომპანიის საკონტაქტო ინფორმაციაა:  

მისამართი: ირაკლი აბაშიძის  ქ. N38, 0179 ქ. თბილისი, საქართველო

 

ტელ.: +995 (032) 2 560 151

 

ელ-ფოსტა: info@malongocafe.ge